მძღოლის მომსახურების ხელშეკრულება

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ სრული ხელშეკრულება რეგისტრაციამდე. პროცედურის გასაგრძელებლად აუცილებელია ყველა პირობაზე თანხმობა.

გაეცანი პირობებს ბოლომდე რომ შეძლო დადასტურება და რეგისტრაციის გაგრძელება

ხელშეკრულება ძალაში შედის განაცხადის გაგზავნის თარიღიდან.

მძღოლის მომსახურების პირობები (შეთანხმება)

მუხლი 1. ურთიერთობის ბუნება და სტატუსი

1.1. დამოუკიდებელი კონტრაქტორი: მძღოლი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონტრაქტორს და არ არის კომპანიის (შემდგომში „პლატფორმა“) დასაქმებული.

1.2. ანაზღაურება: მძღოლი იღებს ანაზღაურებას შესრულებული მგზავრობებიდან, პლატფორმის მიერ განსაზღვრული საკომისიოს გამოკლებით.

1.3. კონკურენციის შეზღუდვა: იკრძალება პლატფორმის გვერდის ავლით მგზავრთან დაკავშირება ან მომსახურების გაწევა.

მუხლი 2. მძღოლის კვალიფიკაცია და ავტომობილი

2.1. ფლობის უფლება: მძღოლი უნდა იყოს მფლობელი ან ფლობდეს გენერალურ მინდობილობას.

2.2. გამოცდილება: სავალდებულოა მინიმუმ 2-წლიანი მართვის სტაჟი.

2.3. ნასამართლეობა: მძღოლი ადასტურებს, რომ არ აქვს ნასამართლეობა. პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მას ცნობის წარდგენა.

მუხლი 3. ჯავშნის პირობები და პუნქტუალურობა

3.1. ალგორითმული შეზღუდვა: სისტემა მძღოლს არ შესთავაზებს შეკვეთას, თუ მგზავრობის დაწყებამდე დარჩენილი დრო 1 საათზე ნაკლებია. ჯავშანი იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს აქვს მინიმუმ 1 საათი ლოკაციამდე მისასვლელად.

3.2. მისვლის სტანდარტი: შეკვეთის დადასტურების შემდეგ, მძღოლს აქვს მაქსიმუმ 1 საათი მგზავრთან მისასვლელად.

3.3. ადრე გამოცხადება: მძღოლი ვალდებულია მითითებულ მისამართზე იმყოფებოდეს მგზავრობის დაწყებამდე 10 წუთით ადრე.

3.4. დადასტურება და გაუქმება: მძღოლი ვალდებულია დროულად დაადასტუროს შეკვეთა. თვეში 3-ზე მეტი გაუქმება ან სისტემატური დაგვიანება გახდება ანგარიშის ბლოკირების საფუძველი.

მუხლი 4. სერვისის ხარისხი და ვალდებულებები

4.1. მგზავრის კომფორტი: მძღოლი ვალდებულია გაითვალისწინოს მგზავრის თხოვნები მართვის სტილსა და სისწრაფესთან დაკავშირებით. ვალდებულია გაუჩეროს მგზავრს გზად ან დაელოდოს (უკან დაბრუნების მოთხოვნისას).

4.2. აღჭურვილობა: სავალდებულოა უფასო სასმელი წყალი (დალუქული) და გამართული Wi-Fi. ავტომობილი უნდა იყოს სუფთა და ტექნიკურად გამართული.

4.3. ხელმისაწვდომობა: მძღოლი ვალდებულია იყოს ხელმისაწვდომი თვის განმავლობაში მინიმუმ 25 დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში დაიბლოკება.

4.4. კომუნიკაცია: მძღოლს ეკრძალება მგზავრთან პოლემიკაში შესვლა. ნებისმიერი პრობლემისას მძღოლი ვალდებულია მუდმივ კომუნიკაციაში იყოს პლატფორმის ოპერატორთან.

მუხლი 5. ფინანსური პირობები და დეპოზიტი

5.1. საგარანტიო თანხა: მუშაობის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია შეიტანოს 100 ლარი.

5.2. ფოტოების ხარისხი: თუ ატვირთული ფოტოები არ შეესაბამება ინსტრუქციას, გადაღება-დამუშავების საფასური (50 ლარი) ჩამოიჭრება დეპოზიტიდან.

5.3. ბალანსი: მძღოლი ვალდებულია მუდმივად იქონიოს ბალანსზე ფიქსირებული თანხა საიტზე წვდომის შესანარჩუნებლად.

5.4. დაბრუნება: თანამშრომლობის შეწყვეტისას, წესების დაცვის შემთხვევაში, დეპოზიტი (100₾) სრულად ბრუნდება.

მუხლი 6. სანქციები

6.1. შეურაცხყოფა: მგზავრის ან წარმომადგენლის შეურაცხყოფა — მგზავრობის 100% ჯარიმა, დეპოზიტის ჩამორთმევა და სამუდამო ბლოკირება.

6.2. გამოუცხადებლობა: ჯავშნის 20% ჯარიმა + ჩანაცვლების ხარჯების ანაზღაურება.

6.3. გვერდის ავლა: ბლოკირება + ფულადი ჯარიმა + სამართლებრივი დევნა.

6.4. ხარისხის დარღვევა: მგზავრისთვის გაწეული კომპენსაცია/ფასდაკლება ანაზღაურდება მძღოლის მიერ.

დათანხმებით მძღოლი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო პირობებს და იღებს პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე.

"ვეთანხმები და ვაგრძელებ"-ზე დაჭერით, თქვენ დებთ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას GETU.GE-სთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.